გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, ბიზნეს გამოფენა – „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება და მასში მონაწილეობას ქართული ბიზნესები მიიღებენ, სხვადასხვა სექტორიდან.
ფორუმს 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან.
პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. ასევე, შეხვდნენ ინვესტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს.
კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართულ ბიზნესებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით.
კონფერენციის მეორე ნაწილში უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, მათ შორის ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს.
წარმატება გზაშია, მთავარია, გჯეროდეს!
(R)