LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

590
თიბისი კონცეპტი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ფესტივალი უკვე 17 წელია ტარდება და ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს – საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას.

ფესტივალი, თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით, წელს 16 სექტემბერს სწორედ ქართული სპექტაკლების პროგრამით იწყება. საერთაშორისო პროგრამა კი 21 სექტემბერს დაიწყება და წარმოადგენს ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა, ლატვიის, აშშ-ის თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებს – იტაი ტაირანის რიჩარდ III (თეატრი გეშერი, ისრაელი), ივან ბლექსტოკის „თრეფლორდი“ (დიდი ბრიტანეთი), დიმიტრის კანარზასის „სახლი“ (ონასის სტეჯი, საბერძნეთი) და ალვის ჰერმანისის „თეთრი ვერტმფრენი“ (ნიუ რიგა თეატრი, ლატვია). 

სპექტაკლების განრიგს და დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე.

სპექტაკლები გაიმართება თეატრი 42-ის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე. ფესტივალი, სპექტაკლებთან ერთად, ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, რომლებიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მაყურებელს აქვს საშუალება შეიძინოს როგორც ბილეთები, ისე აბონემენტები სპექტაკლებზე. შესაძენად ეწვიეთ ბმულს, სადაც თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები -20% ფასდაკლებით ისარგებლებენ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g