LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა

476
თიბისი

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance, ზედიზედ მესამედ, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2025 წლის საუკეთესო SME ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. მათ შორის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ბაზრისა და საჭიროებების ცოდნა, შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანი, ბაზრის წილი, ბიზნეს და მარკეტინგული შედეგები, სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვა SME სექტორისათვის. მხედველობაში მიიღეს ის არასაფინანსო პროექტებიც, რომლებსაც ბანკები ახორციელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ეს აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – Global Finance-მა უკვე მესამედ დაგვასახელა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ ბანკად საქართველოში. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ბიზნესებს შესთავაზოს ყველა საჭირო პროდუქტი და სერვისი, რაც მათი განვითარებისა და ზრდისთვის აუცილებელია. Global Finance-ის დაჯილდოებაში, თიბისისთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა”, – ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 37 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს საფინანსო წრეებში. Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g