LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის ახალი საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი „კონსპექტები“ – რთული იდეების მარტივი ახსნა

677
თიბისი

თუ ტექნოლოგიური განათლება, კარიერების მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობა, არსებულ ტრენდებზე და მომავალ ცვლილებებზე დისკუსია და ზოგადად, რთული იდეების მარტივად გაგება შენთვის საინტერესოა, მაშინ თიბისის „კონსპექტების“ პოდკასტი არ უნდა გამოტოვო.

„კონსპექტები“ თიბისი განათლების ახალი საკომუნიკაციო მულტიმედია ფორმატია, რომლის მიზანიც ტექნოლოგიური განათლების, დასაქმების მიმართულებით აქტუალური თემების განხილვა, რთული იდეების მარტივად ახსნა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაა.

პროექტის ფარგლებში აუდიტორია მიიღებს ცოდნას პოდკასტების, ბლოგებისა და სხვა მოკლე ფორმატების საშუალებით – განათლებისა და კარიერის სფეროში არსებულ სიახლეებზე, ტრენდებსა და მომავალ ცვლილებებზე: როგორ მოვერგოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რა უნარები დაგვჭირდება მომავალ პროფესიებში და როგორ შევცვალოთ საკუთარი მიდგომები, რომ თანამედროვე სამყაროს ტემპს ავყვეთ და სხვა.

პოდკასტის წამყვანია ლიზი ქათამაძე, ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტ სპიკერებთან ერთად გაერკვევა ტექნოლოგიებსა და სირთულეებში, მიღებულ ცოდნას კი აუდიტორიისთვის დააკონსპექტებს და მარტივი ფორმით გაუზიარებს.

პირველი ეპიზოდის სტუმარია მედეა ტაბატაძე, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, რომელიც ისაუბრებს თემაზე „როგორ ცვლის AI სამუშაო ბაზარს“.

ტექნოლოგიურ პროგრესს, უამრავ ახალ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაც მოაქვს. თიბისის მიზანია ამ სწრაფად ცვალებად რეალობაში განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაეხმაროს, გაამარტივოს რთული თემები და მისცეს საჭირო მიმართულება მომავლის არჩევისას.

გამოიწერე თიბისის YouTube არხი და დაელოდე კონსპექტების პირველ ეპიზოდს.

თიბისისთვის განათლების გზით განვითარებაზე და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდი მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინოვაციურ ფორმატებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს ცოდნისა და ტექნოლოგიების სამყაროში წინსვლის შესაძლებლობას. „კონსპექტები“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. და რადგან განათლება შესაძლებლობაა, ხოლო პროგრესისკენ მიმავალი გზა კი ერთი მარტივი იდეით იწყება, უბრალოდ, მთავარია, გჯეროდეს!

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g