LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

720
თიბისი

თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს.

თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებს და ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრს სასიამოვნო სიახლით იწყებს. ონლაინ კურსებს კიდევ ერთი ძალიან მოთხოვნადი და საინტერესო – ხელოვნური ინტელექტის კურსი ემატება.

ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესებული IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ამ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება სურთ, ტექსკოლა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება.

თუ გსურს, შეიძინო ახალი უნარები და ტექსკოლის სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით პროექტში, შეარჩიე სასურველი კურსი და გაიარე რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით:

  • ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
  • UI/UX დიზაინი
  • ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
  • მობილური აპლიკაციების შექმნა
  • გრაფიკული დიზაინი
  • სოციალური მედია მარკეტინგი
  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში

შეგახსენებთ, ტექსკოლის ონლაინ კურსები, თიბისის სრული დაფინანსებით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის არის ხელმისაწვდომი.

დარეგისტრირდი თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე და შეაბიჯე ტექნოლოგიურ სამყაროში!

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g