LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია ახალ წელს მეგრულ სუფრას ამზადებს: „ჩემს გურულ შვილებს მეგრულ ყაიდაზე ვზრდი!..“

1725
თიკა-ფაცაცია

როგორ ხვდება ახალ წელს და რა ოჯახური ტრადიციები აქვს თიკა ფაცაციას, fortuna.ge-ს ამის შესახებ ცნობილი მომღერალი და ტელესახე ესაუბრება.

თიკა ფაცაცია: 

„ძალიან არატრადიციული გამოვდივარ ახალ წელს, რადგან ბოლო წლებია, ამ დღესასწაულს სულ ქუჩაში ვხვდები. შარშან „ნიჭიერის“ ფინალი იყო და ფილარმონიაში ვიყავი, წელს „პრაიმ ჰაუსის“ ფინალია და სტუდიაში შევხვდები. ქუჩის კონცერტიც წამიყვანია, სადაც პირველად შვილებიც გავიყოლე, გამყინვარებაში კი ვიყავით, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან გაერთნენ, იყო ფოიერვერკები…

ოჯახში რაიმეს ამზადებ, ასწრებ?

მხოლოდ და მხოლოდ გოზინაყს და ერთ თავ სადილს. მეგრულ ტრადიციულ ბაჟეს ვამზადებ. ძალიან მიყვარს გოჭი. თავისთავად – ღომი. მეგრულ ყაიდაზე ვზრდი ჩემს გურულ შვილებს.

სურვილის ჩათქმა იცი?

ეს ტრადიცია ნამდვილად გვაქვს ოჯახი – რამდენიმე წუთით ადრე ფერად ფურცლებზე ვწერთ ჩვენს სურვილებს, მერე ვინახავთ და აღარ გვახსოვს ხოლმე, რა ჩავიფიქრეთ. შემდეგ წელს ვხსნით ხოლმე, 31 დეკემბერს და იცი, რამდენი რამ აგვიხდა?.. ვერ ვიაზრებთ რაღაცებს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. შეიძლება, შარშან ჩაფიქრებული ნატვრა აგიხდა…

2023 წლისგან რას ელოდები?

ამ წელს ველოდები ყველა ჩემი საყვარელი ადამიანის კარგად ყოფნას – მხოლოდ ეს არის ჩემი ნატვრა.

კარიერული სურვილები არ გაქვს?

ცოტა მშიშარა ვარ და ძალიან ბევრს ვერ ვბედავ ნატვრის დროს – მინდა, ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ კარგად და მეც ვიყო აქტიური!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g