კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი გამოთქვამს მოსაზრებას სოცქსელებში. მათ შორისაა ტელესახე თიკა ფაცაციაც, რომელიც ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სტატუსში აღნიშნავს:
“ჩვენც უნდა დავეხმაროთ ექიმებს, რომ იგივე არ მოხდეს. ძალიან გთხოვთ, ახალი ჩამოსულები ნუ წახვალთ გუდაურებში და ბაკურიანებში, დაბადების დღეებზე და წვეულებებზე, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ოჯახის წევრებსაც და მათ გარდა სხვებსაც. არ არის ეს რთული, ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. ჯანმრთელობა ყველას❤.
იტალიაში, კარანტინში მყოფი ქალბატონს მიმართვა საქართველოს და ქართველებს: “ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის)), კარგად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა რეკომდაცია დავიცვა, მით უმეტეს, იმის მერე, რაც ფაქტიურად სახლებში გამოკეტილები აღმოვჩნდით…
ცუდი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა იტალიაში…
გადავსებული რეანიმაციები, ექიმების დიდი ნაწილი კარანტინშია, არ ჰყოფნით არც ინვენტარი, არც ადგილები და მიიღეს გადაწყვეტილება; პირველ რიგში უმკურნალონ იმათ , ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს…(
წესების არდაცვამ, არასერიოზულმა დამოკიდებულებამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ ყველას რადიკალურად ცხოვრების წესის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ საკმაოდ გვიანია… საგანგაშო ციფრები მოდის ყოველ საღამოს ახალი დაინფიცირებების..
ამიტომ; სანამ საქმე ესე სერიოზულად არაა საქართველოში, გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია რასაც სპეციალისტები იძლევიან!მორჩით ხუმრობას და რეალურად შეაფასეთ რისკები!
იმისდა მიუხედავად, რომ საოცრად კარგად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა თბილისში და არამარტო…ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზეც… გაუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას??”.