ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომს ეხმიანება და იმ შედეგებს, რაც ამ დაპირისპირებას მოაქვს:
„ნადგურდება ჩვენ თვალწინ ყველაფერი, რასაც ოდესმე რაიმე ფასი ჰქონია, სიცოცხლეები ისპობა, სამყაროს უკუსვლა, თუ რამე გვისწავლია, განვვითარებულვართ, მიექანება უფსკრულისკენ. ადამიანმა სახე დაკარგა… ადამიანი სჩადის ამას… ადამიანობაგამოცლილი არსება და თან, როგორც აღმოჩნდა უამრავი ასეთი… და ვერავინ აჩერებს ასეთ სიმახინჯეს… ბავშვების ფოტოს დადებას ვერც გავბედავ….. უკრაინა 2022… ეს ასე ვერ დასრულდება…“