LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა მახალდიანი: როცა ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს, ჩვენი პატრიარქის კურთხევით და დავალებით მობრძანდა მამა შალვა კეკელია, რომლის სამძიმარმა, პატრიარქის გზავნილმა, საუბარმა და პანაშვიდებმა გადაგვატანინა კოშმარული დღეები

274
ფორტუნა - 2023-05-12T164312.014

მომღერალმა თიკა მახალდიანმა თავისი გოგონა, კირა, ორმოცი დღისა მონათლა, როგორც მართლმადიდებლური წესია. მიუხედავად იმისა, რომ თიკას ბევრი მეგობარი ჰყავს და მათ შორის – შოუბიზნესის პოპულარული სახეები, თავისი პატარისთვის ნათლიები ცნობილი სახეებიდან არ შეურჩევია. კირას შვიდი ნათლია ჰყავს, აქედან ორი თითქმის მისი თანატოლია, მშობლების, მეგობრის შვილები. ბავშვები გაიზრდებიან და მომავალში არა მარტო მეგობრები, სულიერი ნათესავებიც იქნებიან – ასე ფიქრობს თიკა.

მომღერლის ცხოვრებაში 2 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. დედა – ახალგაზრდა, მშვენიერი ქალი, აღდგომა დღეს ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ოჯახს პატრიარქის სანუგეშო გზავნილი მამა შალვა კეკელიამ გააცნო. რწმენა დაეხმარა მათ, გამკლავებოდნენ საშინელ ტკივილს და, რადგან დედა ყოველთვის ქალიშვილის მომღერლობაზე ოცნებობდა, მისი პირველი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო, თიკამ დაძლია მწუხარება, არ მიატოვა სცენა და გააგრძელა სიმღერა.

„მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და უფლის ყოველთვის მწამდა. მოძღვარიც მყავდა, მაგრამ ადრეულ წლებში ტაძარში ფრაგმენტულად დავდიოდი.

მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, აქტიური მრევლი გავხდი.. როცა  უბედურება დაგვატყდა თავს, ჩვენი პატრიარქის კურთხევით და დავალებით მობრძანდა მამა შალვა კეკელია, რომლის სამძიმარმა, პატრიარქის გზავნილმა, საუბარმა და პანაშვიდებმა გადაგვატანინა კოშმარული დღეები.

მას შემდეგ მამა შალვას მრევლი ვარ. ვიცი, რომ ჩემი დედიკო სამოთხეში განისვენებს, მისი სული ნათელში იმყოფება. ეს ღრმად მწამს. მართალია, ტკივილი და მონატრება არ გადის, მუდმივად თავს მახსენებს, მაგრამ სულისთვის დიდი შვებაა წირვა-ლოცვაზე დგომა, მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისების გადახდა. ტაძარი ნამდვილად გახდა ჩემი თავშესაფარი. უზომოდ დიდ პატივს ვცემ მამა შალვას, ჩვენს შვილსაც ძალიან უყვარს ჩვენი მოძღვარი“. – ამბობს თიკა მახალდიანი „სარკესთან“ საუბარში.

თიკა მახალდიანი: „პატრიარქის გზავნილმა გადაგვატანინა კოშმარული დღეები, ვიცი, რომ ჩემი დედიკო სამოთხეში განისვენებს…“

ვიდეო: თიკა მახალდიანის ახალი კლიპი, რომელიც გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა

“ჩემს თავს ვერ ვპატიობ…ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი, ისე გარდაიცვალა ვერ ვანახეთ” – თიკა მახალდიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g