მომღერალი თიკა მახალდიანი ჟურნალ „თბილსიელებს“ იმის შესახებ უყვება, თუ როგორ აჩუქა მეუღლემ ახლახან ბინა ბათუმში და ამით არა მხოლოდ მისი ოცნება აახდინა.
თიკა მახალდიანი:
„სულ მინდოდა ზღვისპირეთში საკუთარი სახლი მქონოდა და თემომ, მართლაც საოცარი სიურპრიზი გამიკეთა – ბათუმის ბინის გასაღები მაჩუქა სპონტანურად. სტუდიოს ტიპის ბინაა, გარემონტებული და ყველანაირი ავეჯით გაწყობილი, ჩანგალიც კი არ შეგვიტანია.
სხვათა შორის, ბათუმში ბინის ჩუქებით ჩემმა ქმარმა არა მარტო ჩემი, უფრო დედაჩემის სურვილიც აასრულა, სამწუხაროდ, მისი სიკვდილის მერე. სულ ამბობდა, ბინა რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ზღვაზეო. ძალიან უყვარდა ზღვა და ხანდახან ვფიქრობ, დედამ გამომიგზავნა ეს ბინა-მეთქი…“