ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის გაფუჭების რისკი ქვეყანაში არ არსებობს. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„არანაირი რისკი იმის, რომ „ფაიზერი“ გაფუჭდეს, არ არსებობს. „ფაიზერს“ ნოემბერში არ გასდის ვადა“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, გერმანიაში მომუშავე ქართველმა ექიმმა თამარ ჟამურაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაქცინაციის პროცესი საქართველოში ისე მიიზლაზნება, რომ ოქტომბერში უკვე ვადაგასული ვაქცინები გვექნება.