LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: საველე ჰოსპიტალი დღეიდან პაციენტების მისაღებად მზად არის, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, მომსახურება ყველამ ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს

92
ეკატერინე ტიკარაძე

“საველე ჰოსპიტალი დღეიდან პაციენტების მისაღებად მზად არის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და მომსახურება ყველა პაციენტმა ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, ჯანდაცვის სექტორში იაზრებენ, რომ ეს პაციენტისთვის არის დიდი ემოციური სტრესი, რადგან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს ყოფილა, მათ შორის არც საომარი მდგომარეობის დროს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ექიმები, რომლებიც პაციენტებს მოემსახურებიან, არიან სრულად გადამზადებულები და აქვთ საჭირო ყველა უნარ-ჩვევა:

“ამ ტერიტორიაზე მოთავსებულია ორი 5-ტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც არაერთი მედია-შარჟი გავრცელდა, თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. ეს ინფორმაცია გადამოწმებულია და ვადასტურებთ, რომ ამ ავზების მონტაჟი არანაირ რისკს არ შეიცავს. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია როგორც ინტენსიური, ისე რეანიმაციის ტიპის საწოლები. მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ, არიან სრულად გადამზადებული და აქვთ ყველა უნარ-ჩვევა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება გაუწიონ მათი ჯანმრთელობის უსაფრთოების გადაზღვევით.

საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზადაა პაციენტების მისაღებად. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან, ზუსტად ვიაზებ, რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, რადგან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს ყოფილა გაშლილი იმ საომარ მდგომარეობაშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია”, – თქვა ჯანდაცვის მინიტრმა.

ტიკარაძემ სამგორში განთავსებულ საველე ჰოსპიტალთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ სამინისტროს მიერ პაციენტების მიღება მხოლოდ დიღომში მოწყობილ სივრცეში იგეგმება და სამგორში გაშლილი სივრცე არ უნახავს:

“სამგორში გაშლილი სივრცე არ მინახავს, ვინაიდან ჯანდავის სამინისტროს და სამედიცინო ჰოლდინგის მიერ პაციენტების მომსახურება დაგეგმილია კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, რომელიც აღჭურვილია პაციენტებისთვის საჭირო ყველა მომსახურების გასაწევად. პაციენტების სამედიცინო უზრუნველყოფა დაგეგმილია ამ ლოკაციაზე.

ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჰოსპიტალური სექტორის რესურსს. პაციენტების ნაკადს მაქსიმალურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჰოსპიტალურ სექტორში რესურსი აღარ იქნება, ვგულისხმობ პაციენტების ჰოსპიტალიდან გადაყვანას კლინიკურ სასტუმროებში, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ პაციენტებს ამ ლოკაციაზე.” – თქვა მინისტრმა.

mazda magti 5g