LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ნატროშვილი: „გერმანიაში, ბონის ცენტრში, ტანსაცმლის მაღაზიაში არ შეგიშვებენ, თუ კოვიდტესტი არ გაქვს გაკეთებული…“

157
tikonatroshvili205

მოდელი, ჟურნალისტი, თიკო ნატროშვილი რამდენიმე წელია, გერმანიაში მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. გერმანიაში ამჟამად კვლავ მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. თიკო ქალაქ ბონის მკვიდრია. როგორც ახლახან დაწერა, მისი ქალაქის ცენტრში, ტანსაცმლის მაღაზიაში, მისმა მეუღლემ შესვლა იმიტომ ვერ შეძლო, რომ კოვიდტესტი არ ჰქონდა გაკეთებული.

„მაღაზიები კი გახსნეს, მაგრამ ბოლო 24 საათში კოვიდტესტი თუ ჩატარებული არ გაქვს, შიგნით არ გიშვებენ… დღეს ჩემი ქმარი ტანსაცმლის მაღაზიაში არ შეუშვეს. არ მგონია, მარკეტებზე ვრცელდებოდეს… ძალიან უაზრო რეგულაციაა…“

როგორც თიკომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეს რეგულაცია შესაძლოა, ეხებოდეს მის ქალაქს და გერმანიაში, სხვა ქალაქებში არ ვრცელდებოდეს: „ჩემი მეუღლე ტესტზე ჩაეწერა, რომ გაიკეთოს და მაღაზიაში შესვლა შეძლოს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g