LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ნატროშვილი: „გერმანიაში ჩამოსვლით ჩვენი შვილი გადავარჩინეთ…“

1474
თიკო ნატროშვილი

მოდელი და ჟურნალისტი თიკო ნატროშვილი წლების წინ მეუღლესა და სამ შვილთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.

„სარკესთან“ ახალ ინტერვიუში ის ამ გადაწყვეტილების სისწორეზე საუბრობს:

„ერთი,რაც დანამდვილებით ვიცოდი შვიდი წლის წინ, ის იყო, რომ დიდი ხნით მივდიოდი გერმანიაში. მთავარი მიზანი იყო ჩემი შვილის, კახის კეთილდღეობა, სხვა არაფერზე ვფიქრობდი. ჩვენ არც მორალური და არც ფინანსური მდგომარეობა ისეთი არ გვქონია, რომ აუცილებლობა ყოფილიყო, საზღვარგარეთ გვეცხოვრა. ჩვენი შვილის ჯანმრთელობის პრობლემებმა გვაიძულა და როგორც იტყვიან, ზუსტად ერთ დღეში გადავწყვიტეთ, წავსულიყავით იმ ქვეყანაში, სადაც კახის ჯანმრთელობაზე უკეთესად იზრუნებდნენ. მე და ჩემი მეუღლე დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ საქართველო არ იყო ის ქვეყანა, სადაც კახის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შევძლებდით.

კახის რაც გერმანიაში სამედიცინო მოვლა და მკურნალობა უნაზღაურდება, შეუძლებელი იქნებოდა, საქართველოში ვინმეს ამის საშუალება ჰქონოდა..

კახი ამჟამად ეტლით მოსარგებლეა. შეუძლია ყავარჯნებით გადაადგილება. არ მინდა, კახის სამედიცინო საკითხებზე ხმამაღლა ვისაუბრო, მაგრამ თავის დროზე არ გვქონდა წარმოდგენა, რაოდენ  სერიოზული იყო ეს პრობლემა. გერმანიაში ჩამოსულმა გავარკვიე, თუ სწორად არ ვუმკურნალებდით, შეიძლებოდა, მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. როცა საქართველოდან მოვდიოდით, ვფიქრობდით, რომ კახისთვის უკეთესი რამ გაგვეკეთებინა, მაგრამ რეალურად აქ ჩამოსვლით ჩვენი შვილი გადავარჩინეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები