LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიმოთი შალამე თანამედროვე ჰოლივუდის ყველაზე მოდური მამაკაცია (ფოტო)

Mandatory Credit: Photo by Owen Kolasinski/BFA/REX/Shutterstock (9449143al)
Timothee Chalamet
Vanity Fair Oscar Party, Arrivals, Los Angeles, USA - 04 Mar 2018

The Independent-მა თანამედროვე ჰოლივუდის ყველაზე მოდურ მამაკაცად, ტიმოთი შალამე დაასახელა. ბრიტანული ონლაინ-გაზეთის ექსპერტების შეფასებით, ახალგაზრდა მსახიობი ყოველთვის ელეგანტურად და ეფექტურად გამოიყურება, რის გამოც ის 2019 წლის მამაკაცის მოდის ,,ტრენდმეიქერადაც’’ აღიარეს.

23 წლის ვარსკვლავი, რომელიც ექსპერიმენტებს არ ერიდება, საუკეთესო სტილის მქონედ აქამდეც არაერთხელ ცნეს. მიზეზი მარტივია, რადგან თავისი ჩაცმულობით ის ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ღონისძიების წითელი ხალიჩის მთავარი სახეა. 



შეგახსენებთ, რომ The Independent-ის ვერსიით, გასული წლის თანამედროვე ჰოლივუდის ყველაზე მოდური მამაკაცი, ნიკ ჯონასი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები