LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახი სანქციებისგან გადაარჩინა… ბედის ირონიაა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს ენმ-ში ჩემი გაშვების მიზნით და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა“

271
Untitled design (2)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ეხმიანება.

„არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული… მეორედ ვტოვებ პოლიტიკას…“ – ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ბოკუჩავას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასანქციო პოლიტიკისგან თავი გადაირჩინა.

„ეს თავის გადარჩენის და იმ მილიონების გადარჩენის მცდელობაა, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ სახელით ქართველ ხალხს მოპარა. ასევე, სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება, ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი…

ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ენმ-ის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა შეკითხვას, „მოსალოდნელია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის ივანიშვილის ფსევდო ოპოზიციაში ხილვა“.

„გულწრფელი ვიყოთ, ამ ადამიანს თავმოყვარეობა რომ არ აქვს, ეს არაერთხელ დაამტკიცა, როცა ივანიშვილმა გაუშვა, დააბრუნა, ასე რომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტია მოისხას, ამასაც არ გამოვრიცხავთ.

თუმცა, ფაქტია, რომ რუსული ოცნების თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით, იმას უკავშირდება, რომ მას საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადარჩენა სურდა იმ სასანქციო პოლიტიკისგან, რომელიც არამხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც ძალიან პრესტიჟულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფაქტია, რომ ბავშვს არ უნდა და არც ენდომებოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ეს ნამდვილად იყო ღარიბაშვილის მხრიდან მცდელობა, გადაერჩინა თავი, გადაერჩინა მოპარული მილიონები და დაეტოვებინა შანსი მისი შვილებისთვის, რომ მამის საქმიანობის გამო არ აეკრძალოთ შეერთებულ შტატებში არამხოლოდ სწავლა, შესვლის უფლებაც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ღარიბაშვილი: „ვფიქრობ, ქვეყანაში მშვიდი სიტუაციაა, კარგი ამინდია – რაც შემეხება მე, საქართველოში ვრჩები, აბა, რა მინდა სხვაგან?!“

ცნობისათვის, დღეს, 25 აპრილს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g