LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: როგორც ჩანს, მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება გადაფაროს სხვა „ნიუსით“

121
თინა ბოკუჩავა

„როგორც ჩანს, „ტრუსკავეცა“ მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს [ირაკლი] ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება გადაფაროს რაიმე სხვა „ნიუსით“. მხოლოდ ამით შემიძლია ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“.

„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ – ფავლენიშვილი ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს

ბოკუჩავას თქმით, ლევან სანიკიძის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა მისი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გადაწყვეტილებაა.

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას – უკვე მხარდაჭერები აღარ ჰყავთ, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

„ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – აცხადებს მაჭარაშვილი

„ლევან სანიკიძეზე ერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ჩემი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე იყო ის, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა „ტრუსკავეცა“ მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ მისი ღირსეული გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, დღეს, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს დაიჭერენ და სუს-ის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს სწორედ ამ თემის გადაფარვა სურს.

„იმედის“ „რუსთავი 2-ის“ „პოსტვისა“ და პროპაგანდისტული ტელევიზიების დღევანდელი აღტყინება „ტრუსკავეცა“ მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფის შედეგად გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩემი მხრიდან მხოლოდ იმით აიხსნება, რომ დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ ნაპრემიერალ, პარტიის თავმჯდომარეს დაიჭერენ. ეს ადასტურებს, რომ არათუ „ტექნიკური“, არამედ ძალიან ღრმა, სერიოზული და მათი დასასრულის მომასწავებელი პრობლემები აქვს რუსულ ოცნებას, კორუფციის, ძალადობისა და იმ აღვირახსნილობის გამო, რაც ქვეყანამ 13 წლის განმავლობაში ნახა. ჩემი აზრით, ეს ტყუილი სწორედ ამ მთავარი ამბის გადაფარვის მცდელობაა, რაც სავარდოდ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g