LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „ვშიშობ, ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან – გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილება“

160
თინა ბოკუჩავა და ბიძინა ივანიშვილი

„ბიძინა ივანიშვილს, ვშიშობ, კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილება“, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ირაკლი ხვადაგიანი და გიორგი კანდელაკი არიან, გრანტი გასცა, ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთს გამჭვირვალობის თაობაზე თავისი წესები აქვს ნებისმიერ გრანტთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი გასცემენ, რათა „მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“.

დიმიტრი ხუნდაძე: „დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს ვერცხლის წყლის თვისება, რომ ადვილად იშლებიან და ადვილად ერთდებიან… ბევრი ფანჩატური, ერთობა, დაპირისპირება, გაურკვევლობა, თითქოს ერთმანეთში მტრობაც და დაპირისპირებაც ვიხილეთ“

„ბიძინა ივანიშვილი, თუ ამით ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებულია, ვშიშობ, მას კიდევ უფრო დიდი შეშფოთება და იმედგაცრუება ელის საფრანგეთისგან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ განიხილება სანქციების საკითხი მის წინააღმდეგ, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ბატონი ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და შესაბამისად, საფრანგეთი განსაკუთრებით ინტერესდება, როდესაც მისი მოქალაქეები მოქმედებენ საფრანგეთის, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ და ხელს უწყობენ რუსული გავლენების გაძლიერებას ევროპული ცივილიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გია ბარამიძე: „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნდა ვაჩვენოთ, როგორი უნდა იყოს პარტია“

როგორც მანვე აღნიშნა, აღნიშნული რეფორმის მიზანია, ყველას ჰქონდეს საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს პარტიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შესახებ.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, იცით, რომ 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ საკითხების აუცილებლობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე სიტუაციურად დაგვეტოვებინა თანამშრომლობის შესაძლებლობა.

რატომ დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არსებული „წინააღმდეგობის პლატფორმა“ – თინა ბოკუჩავას განმარტება

თუმცა, ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთია აუცილებლობა არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე და იმ საკითხებზე,რომელიც შეეხება საქართველოს დემოკრატიული ძალების პოზიციონირებას ქართველი ხალის სახელით საგარეო მიმართულებით“. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g