LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წელს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მათ შორის ჩემი რძალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რატომ არ შექმენით კომისია, რატომ?“ – რას წერს მზია გოგალაძე 

2277
Untitled design

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმიანება მოქალაქე მზია გოგალაძე, რომლის შვილიშვილი და რძალი 2011 წლის 18 ივნისს, რიკოთზე მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად დაიღუპა. 2011 წლის სტიქიამ, ჯამში, 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოვარდნილმა ღვარცოფმა კვების ობიექტი „რიკოთი“ წალეკა. გარდაცვლილებიდან 5 სწორედ ამ ობიექტის თანამშრომელი იყო.

როგორც მზია გოგალაძე სოციალურ ქსელში წერს, მას კითხვები აქვს ენმ-ის წევრთან, თინა ბოკუჩავასთან, რომლის პარტიაც საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრობს.

მზია გოგალაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„თავს ვიკავებდი ამ უდიდესი ტრაგედიის დროს რამის თქმისგან, მაგრამ…

თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მათ შორის ჩემი რძალი, სიცოცხლით სავსე ადამიანი და მცირეწლოვანი ბავშვი. ბავშვებით სავსე ავტობუსი რომ გაიტაცა და ჩამარხა ღვარცოფმა, იქ მყოფმა ადამიანებმა სიცოცხლის რისკის ფასად რომ გადაარჩინეს ეს ბავშვები, მაშინ რატომ არ შექმენით კომისია, რატომ?
დაადგინეთ, რა მოხდა მაშინ?

„რიკოთის უღელტეხილის მახლობლად მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ორკილომეტრიან გვირაბთან მდებარე მთავარი გზა დააზიანა“.

„შაბათს საღამოს რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები დაკარგულებს კვირას, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. დადგენილია, რომ დაღუპულები რესტორან „რიკოთის“ თანამშრომლები იყვნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის შემდეგ მთიდან მეწყერი და ნიაღვარი მოულოდნელად წამოვიდა“.

ესაა ამონარიდები მაშინდელი პრესიდან.

ხოდა, ახლა ვეკითხები მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ახლა რომ გაჰყვირიან:

  1. რატომ ვერ მოახდინეთ პრევენცია, მით უმეტეს, იქ მყინვარი არ არის.

2) რატომ არ გქონდათ გამაფრთხილებელი აპარატურა, რატომ?

რა მორალური უფლება გაქვთ თქვენ, დღეს რამე მოითხოვოთ?

ანუ რა გამოდის? თქვენი მმართველობის პერიოდში ღვარცოფის გატანებული სიცოცხლე სტიქიის ბრალია და ახლაა ხელისუფლების?

ხომ იყო აყვავებული ქვეყანა, რატომ არ დააყენეთ სასიგნალო მოწყობილობები.

3) რატომ არ შექმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

უბრალოდ, 2011 წელს, მასშტაბი იყო მცირე და მსხვერპლი ნაკლები და უფალმა მიწაში ჩამარხულ ბავშვებით სავსე ავტობუსს იქ მყოფი ადამიანები გამოუგზავნა მხსნელად, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.

ამ პოსტით არ ვგულისხმობ იმას, რომ შოვის ეს უდიდესი ტრაგედია გამოუძიებელი დარჩეს და კითხვები არ დაისვას.

გამოძიებულიც უნდა იყოს და კითხვებზეც პასუხი უნდა გაეცეს.

უბრალოდ, მათ, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირიან დღეს, 2011 წელს ვერაფერი გააკეთეს, რომ ჩემი რძალი არ დაღუპულიყო, არ დაღუპულიყო პატარა ბავშვი, არ დაღუპულიყო 6 ადამიანი და სკოლის მოსწავლეებს არ გამოევლოთ ის საშინელება, მიწაში ჩამარხვა რომ ჰქვია ცოცხლად.
მორალური უფლება არ გაქვთ, არა!“ – წერს მზია გოგალაძე სოციალურ ქსელში.

 

თავს ვიკავებდი ამ უდიდესი ტრაგედიის დროს რამის თქმისგან, მაგრამ…
თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე…

Posted by Mzia Gogaladze on ოთხშაბათი, 09 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ამის შესახებ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გუშინ, 9 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, დღეს, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება, ორი მთავარი კითხვა არსებობს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

დღეს, 10 აგვისტოს თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ „რომ არ ჰქონდეს ხელისუფლებას რაიმე დასამალი და შესაძლო დანაშაულებრივ გულგრილობას ხელს რომ არ აფარებდეს, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს და ამ კითხვებისთვის პასუხის გაცემა თავად ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს“.

თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ოპოზიციურ სპექტრში სრული კონსოლიდაცია იქნება.

მანჯგალაძე – მართალია, ტრაგედიას გლოვა და დუმილი უხდება, მაგრამ დანაშაულს დუმილი არ უხდება – დანაშაულის დროს დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობაა

შალვა პაპუაშვილი – სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება, ამ საკითხის სტიქიასთან დაკავშირება მანიპულაციაა

magti 5g