თინა დალაქიშვილი რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმში „მძევლები“, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების ცნობილ ამბავზეა დაფუძნებული, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. „ფორტუნამ“ მსახიობს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, არის თუ არა, მისი აზრით, ეს როლი მისთვის „ვარსკვლავური“ და ზოგადად, რას ფიქრობს პოპულარობაზე, რომელიც ამ ფილმში გამოჩენას შეუძლია, მოუტანოს.
შენთვის ეს როლი, ალბათ, „ვარსკვლავურია“, რადგან პოსტერზეც შენ ხარ, ფილმის რეკლამირებაში აქტიურად ხარ ჩართული. ეს დიდი პოპულარობისკენ გზა ხსნილი გაქვს…
პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოსტერზე ვარ და პირველი შემთხვევა არაა, როცა მთავარი როლი მაქვს. არ მახსოვს, ეს როგორი შეგრძნება იყო, მაგრამ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ – მსახიობობა ჩემთვის არ უკავშირდება „ვარსკვლავობას“ და ვარსკვლავურ სენს. უბრალოდ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ვამაყობ იმით, რომ ვიმუშავე ასეთ კარგ ადამიანებთან, რომლებმაც ძალიან გამიადვილეს რთული სამუშაო პროცესი. ვრცლად