„მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თავად დაიჯერა, რომ „კრედიტ სუისი“ რაღაც დიდი კონსპირაციის ნაწილი იყო“, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს უჩივლოს.
მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია. ხიდაშელის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილმა „ქვეყანა საკუთარი ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია“:
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.
„რაც უფრო მეტად დაიჯერებს [ბიძინა ივანიშვილი], რომ ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მისი პრობლემაა. რეალურად, მას პრობლემები ჯერ ერთ ბანკთან ჰქონდა, მერე მეორე ბანკთან. პირველ ბანკთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა მოქმედებდა, რომლის ნაწილიც ბიძინა ივანიშვილიც გახდა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობა იყო. მან დაიჯერა თავის თავში ჩანერგილი კონსპირაციის თეორიების, რომ „კრედიტ სუისის“ სახით მას მთელი მსოფლიო ებრძოდა და მთელი სამყაროს ცენტრში იყო.
ეს დაახლოებით იმ ტიპის საუბარია დიდი ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული წერილში რომ ეწერა კობახიძეს, რომ თუ საქართველოში სანქციებს განახორციელებენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩამოინგრევა, ამ ბოდვებზე არ შემიძლია სერიოზულად საუბარი. მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია. მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თავად დაიჯერა, რომ „კრედიტ სუისი“ რაღაც დიდი კონსპირაციის ნაწილი იყო, ეს ქვეყანა საკუთარი ფულის მძევლად აქცია. ამის უფლება, მას ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს!“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება:
„აშშ-ში ახალი ოქროს ხანა იწყება, სადაც დასრულდება ცენზურა და დაბრუნდება სიტყვის თავისუფლება… მისი მმართველობის მთავარი მემკვიდრეობა იქნება ის, რომ ის იქნება მშვიდობისმყოფელი და დაასრულებს ომებს“ – ნინო წილოსანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვას ეხმაურება სოციალურ ქსელში.
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოება არის მისი პრიორიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება, საქართველო გამოვა სანქციების და შეჩერებული პროგრამების დილემიდან და გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ სამხედრო თანამშრომლობამ თვისობრივად უკეთეს, ფართო არეალში გადაინაცვლოს.
დღეს მთავარი კითხვა უნდა იყოს ის, თუ რას აპირებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ტრამპის მიერ გუშინ გამოცხადებულ თემაზე – „ამერიკის მტრებთან მეგობრობა დაისჯება“, [მაშინ] როდესაც არსებობს მსოფლიო მედიით გავრცელებული მასალა, სადაც ირაკლი კობახიძე ირანში, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდით დგას“, – განაცხადა ხიდაშელმა.
„მოემზადეთ, სანქციები მოდის: ივანიშვილი, მადურო, ხამენეი, ომის დამნაშავე პუტინი, კიმ ჩენ ინი, სი ძინპინი“ – ჯო უილსონი
ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.