LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „გილოცავთ, უკვე NATO-ს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ“

143
თინა ხიდაშელი

„გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ.
ეს არგუმენტი რომ თურმე ძვირია არ მიიღება“, – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

აღნიშნულით ხიდაშელი მოქმედი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ამერიკულ სწავლებაში – „Defender 23“-ში საქართველოს არმონაწილეობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„გილოცავთ, უკვე ნატოს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ. ეს არგუმენტი რომ თურმე ძვირია არ მიიღება.

„სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც 6 საერთაშორისო სწავლებას ვუმასპინძლეთ - ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“ – ბურჭულაძე განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო NATO-ს წვრთნებში „მცველი 23“

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ამიტომ კონკრეტული სწავლების გამოტოვებაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს.

პირველი იმიტომ რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანზე რაზე ხარჯავთ ფულს;

და მეორე და მთავარი, მსგავს სწავლებებში მონაწილეობა ჩვენ, როგორც წესი, დიდი არაფერი გვიჯდებოდა იმიტომ, რომ ტრადიციულად პარტნიორები უზრუნველყოფდნენ ხოლმე!“ – წერს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი: სასტიკ ომში ვართ, სადაც ქართულ სამოქალაქო დასავლურ საზოგადოებას ორი მხრიდან უტევენ – ერთის მხრივ მოსკოვი პირდაპირ და მეორეს მხრივ მოსკოვი არაპირდაპირ, ჩვენი ხელისუფლების ხელით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები