LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: “რამდენჯერაც იტყვით იმპიჩმენტიო უფრო ძლიერი იქნება ნინო ლომჯარია, როგორ მეამაყება ეს გოგო! მაგრამ დღეს მგონი კიდევ ერთი ძალიან მაგარი გოგო გვეყოლება დასაცავი, გული მიგრძნობს ახლა ლონდა თოლორაიას ჯერია!”

929
BeFunky-collage (32)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველთან და სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ლონდა თოლორაიაც ნინო ლომჯარიას მსგავსად “ყველა უმსგავსობას გაუძლებს”.

“რამდენჯერაც იტყვით იმპიჩმენტიო უფრო ძლიერი იქნება ნინო ლომჯარია, თქვენ ის ხალხი არ ხართ რომ შეაშინებთ, წონასწორობას დააკარგვინებთ ან დაღლით!

როგორ მეამაყება ეს გოგო! მისი შემართებით და პროფესიონალიზმით!

მაგრამ დღეს მგონი კიდევ ერთი ძალიან მაგარი გოგო გვეყოლება დასაცავი.

გული მიგრძნობს ახლა ლონდა თოლორაიას ჯერია! დარწმუნებული ვარ ისიც სალი კლდესაგით დახვდებათ და გაუძლებს ყველა უმსგავსობას!”-წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

„სახეზეა კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს“ – ომბუდსმენი ხელისუფლებას სააკაშვილის პოლიპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანისკენ მოუწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g