მსახიობი თინა მახარაძე წერს, რომ სავარაუდოდ, საკუთარი მოსაზრებების გამო, რომლებსაც თამამად ათავსებს „ფეისბუქის“ გვერდზე, სწერენ, „ახალგაზრდა ხარ და რამ გაგამწარაო“. თინა კრიტიკოსებს ასე პასუხობს:
„ახალგაზრდა ხარ და რამ გაგამწარა“, მიწერენ ხოლმე.
ახალგაზრდა რომ ვარ, მაგიტომ ვმწარდები, თორე სიბერეში გინდა გავმწარდეთ, გინდა – არა,უკვე უნიათოები და მაინც ბებრები ვიქნებით.
ამიტომ გავმწარდეთ, სანამ ახალგაზრდები ვართ და სანამ რამის შეცვლა შეგვიძლია,რომ მერე არ ვისხდეთ ღრჯო სახეებით და გამწარებულებმა სხვებს არ ვუკიჟინოთ: „ახალგაზრდა ხარ, რამ გაგამწარა“.
ეგეთი სიბერე მტერს და ავს“.