LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი” სანტა-ფეს კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად აღიარეს

331

თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი” The Santa Fe Independent Film Festival-ზე საუკეთესო ფილმად აღიარეს. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.

სურათი ქართულ-შვედურ-გერმანული კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმის მთავარი გმირები, გიორგი და ანა განშორებას რთულად ეგუებიან. პირველი შოკი თითქმის გადატანილი აქვთ, მაგრამ ურთიერთობის ხელახლა დაწყება უკვე შეუძლებელია.

„ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც გიორგი მეგობარ ჯანოსთან ერთად თევზაობს და ბუნების გარემოცვაში წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმების დავიწყებას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g