LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტირილის იგნორირება ბავშვებში სტრესს აორმაგებს

66

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალმა კვლევამ თავდაყირა დააყენა ფსიქოლგების აქამდე ცნობილი მეთოდები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. თუ აქამდე ცნობილი იყო, რომ ტირილი და ისტერიკა გარემოსთან შეგუებისა და ქცევის რეგულირების კარგი საშუალებაა, დღეს ცნობილი ხდება, რომ საქმე სხვა პრობლემასთან გვაქვს. პროფესორი ვენდი მიდლემისი ამტკიცებს, რომ ტირილი და ხანგრძლივი ისტერიკა ბავშვს უფრო სტრესულ მდგომარეობაში აგდებს, რაც საბოლოოდ მის ფსიქიკაზე აისახება.

კვლევის დროს დააკვირდნენ 4-დან 10 თვემდე ბავშვების ქცევას 3 დღის განმავლობაში. მართალია მესამე დღეს ბავშვებში ტირილის ინტენსივობამ იკლო, თუმცა ორგანიზმში დაფიქსირდა კორტიზოლის მაღალი დონე. ეს ჰორმონი კი სტრესულ და ემოციურ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. ვენდი მიდლემისი ამბობს, რომ საბოლოო დასკვნის მისაღებად უფრო ხანგრძლივი კვლევაა საჭირო, რათა გაირკვეს, რამდენად რეგულირდება კორტიზოლის დონე ჩვილის ორგანიზმში. თუ გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ჰორმონი ისევ მაღალია, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ფიქოემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ამდენად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საკითხი, უნდა დავტოვოთ თუ არა ისტერიკაში მყოფი ბავშვი მარტო იმისთვის, რომ მან დაძინება შეძლოს და არის თუ არა ტირილის იგნორირება ქცევის რეგულირების ერთადერთი გზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g