უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში მომდევნო კვირაში ჩამოსვენებენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ამავე ცნობებით, დავით გობეჯიშვილს კიევის პროზექტურიდან ჯერ ვარშავაში, იქიდან კი კიევში ჩამოასვენებენ.
ირკვევა, რომ დავით გობეჯიშვილი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა, ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ.
“თითები რომ არ ჰქონდა, არსად არ წავა და რა კარგია-მეთქი, ვამბობდი გულში ჩემთვის… პოლონეთიდან მერე ამერიკაში მიდისო, ჩემი რძალი მეუბნებოდა. აფხაზეთის ომი მოიარა, ცხინვალიც მოიარა, ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა… ინვალიდი იყო, – ამბობს დაღუპული სამხედროს დედა.