LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტივოლის ბაღები და გარემო, რომელიც ბავშვობაში გვაბრუნებს – ახალი წლის შეხვედრას კოპენჰაგენში გვირჩევენ

286
47585342-211573046391030-3144807697338322386-n

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქართველ მოგზაურებს ახალი წლის შეხვედრას კოპენჰაგენში ურჩევს და უყვება, თუ რის ნახვას შეძლებენ სკანდინავიის ამ უმშვენიერეს ქალაქში სწორედ საახალწლო პერიოდში.

„ზამთარში კოპენჰაგენის მთავარ ღირსშესანიშნაობას ტივოლის ბაღები წარმოადგენს. მსოფლიოში უძველესი გასართობი პარკი საშობაოდ ათასობით მოციმციმე ნათურით ირთვება და ქმნის გარემოს, რომელიც დაგაბრუნებთ ბავშვობაში, ახალი წლის იმ წარმოსახვით სამყაროში, რომელიც ჩვენს გონებაში ყოველთვის არსებობს.

პეიზაჟებით ტკბობისთვის, ეწვიეთ რუნდეტაარნს, XVII საუკუნის კოშკს, საიდანაც ზამთრის ქალაქის საუკეთესო ნაწილი ხელისგულზე იშლება.

 

არის ადგილები, სადაც საშობაო ატმოსფერო განსაკუთრებულად იგრძნობა. ერთერთი სწორედ კოპენჰაგენია. ამიტომაც, შობაახალი წელი ამ ქალაქში ერთხელ მაინც უნდა დაიგეგმოს“, – აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

შეგახსენებთ, კოპენჰაგენის მიმართულებით ავიაკომპანია “ვიზეარი” პირდაპირ ავიარეისებს სწორედ ქუთაისის აეროპორტიდან გთავაზობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g