სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი შპს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერის“ საკონდიტრო ნაწარმი უკვე გაყიდვაშია.
როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანიის დირექტორმა ვახტანგ პატარაიამ განუცხადა, ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერი“ მომხარებელებს უკვე 20- მდე დასახელების პრდუქციას სთავაზობს, მათ შორისაა ნამცხვრებისა და ტორტების მარავალფეროვანი არჩევანი.
შპს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერის“ სარეალიზაციო ბაზარს დასავლეთ საქართველო წარმოადგენს. თუმცა მომავალში თბილისის ათვისებაც იგეგმება.
საწარმო აბაშაში მდებაროებს. აღნიშნული პროექტის საერთო ჯამური ინვესტიცია 270 000 აშშ დოლარია. პირდაპირ დასაქმებულთა ოდენობა 40 ადამიანს უტოლდება.