LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხილის ხარისხისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, ნიადაგის აგროქიმიური კვლევები ხორციელდება

76

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ ”დარჩელის თხილის” წევრებს, სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და ნიადაგის დაცვისა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების საკითხების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მიერ კოოპერატივის „დარჩელის თხილი“  კუთვნილ  600 ჰა მიწაზე გაშენებულ თხილის პლანტაციებში  ნიადაგის აგროქიმიური კვლევა ჩატარდა.

კვლევების საფუძველზე ადგილობრივი ფერმერებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და შედეგად, კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი პროდუქტის  მიღებას  შეუწყობს  ხელს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის გზით“ ფარგლებში შეიქმნა და დღეისთვის 599 ფერმერს აერთიანებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g