კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეეწირა. პროფესიით ექიმი ირმა სირაძე კლინიკა „ბაუში“ მკურნალობდა.
„ამ ტკივილს სახელი არ აქვს. იმედი მქონდა, რომ გაიმარჯვებდა ამ უთანასწორო ბრძოლაში, კიდევ რამდენი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებდა“, – წერენ სოციალურ ქსელში ირმა სირაძის მეგობრები.
კორონავირუსით გარდაცვლილი 54 წლის იყო.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსმა საქართველოში 36 პაციენტი იმსხვერპლა.