LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TKT.GE-ზე მომხმარებელი ავიაბილეთების შეძენასაც შეძლებს

89
ipiccy-image

TKT.GE სერვისებს აფართოებს და ამიერიდან, მომხმარებელს ავიაბილეთების შეძენასაც მარტივად სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, TKT-ს გუნდი მუდმივ კავშრზეა ავიაკომპანიებთან, განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის მომხმარებელს და ვებგვერდზე უზრუნველყოფს მხოლოდ დადასტურებული და გადამოწმებული რეისების განთავსებას.

კომპანიის ინფორმაციით, TKT-ზე ავიაბილეთის შეძენისას, მომხმარებელი გარკვეული უპირატესობებით ისარგებლებს, მაგალითად: TKT.GE-ზე ავიაბილეთის ყიდვის პროცესში შენარჩუნებულია სიმარტივე და ყველა საჭირო ინფორმაცია დაწვრილებითაა აღწერილი და მოცემულია ქართულ ენაზე. ბილეთის ყიდვისას მომხმარებელი სხვა საიტზე არ გადამისამართდება, ამასთან, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში ქართულენოვანი ქოლცენტრი ამომწურავ პასუხს გაგცემთ.

შეგახსენებთ, TKT.GE კავკასიაში ყველაზე დიდი ონლაინ ბილეთების პლატფორმაა. ქართული პლატფორმა დღეისათვის 450,000 -ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლის და ავია ბილეთების შეძენას ონლაინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g