LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თმების შეღებვა ცისარტყელას ფერებად, ცალ-ცალი წინდა ფეხზე, ტატუ, პირსინგი, დილით ლექცია, საღამოს კლუბი, ეს ევროპაა – ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია“ – ლალი მოროშკინა

464
ლალი მოროშკინა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ევროპისა და მისი დამოკიდებულებების შესახებ პოსტს აქვეყნებს და მიუთითებს, რომ ევროპა, მისთვის ოჯახია:

„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია. ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა. დიახ, ევროპა- ჯან.დაცვის უზადო მუშაობაა და არა საწოლფონდების თვლა. პატარა ავადმყოფი ბავშვებით რომ ჩადიან ქართველები იმ იმედით, ევროპა მათ ქუჩაში არ დატოვებს, პატარა ციცქნას ეშველება, განიკურნება და ამაში არ ცდებიან-ესეც ევროპაა…

ჟანდარმერიაც ევროპაა, შენ რომ საზღვარზე „ტრუხა“ საბუთს აწვდი და მაინც გატარებს, იმიტომ რომ თავადაც მესამე ქვეყნიდანაა, რომელიც ევროპის კოლონია იყო და ახლა ასე „იყრის ჯავრს“…
ჯარში, სამშობლოს ერთგულებისთვის მსახურება-ევროპაა.

ბიძინას შეეხებიან და შევეხებით.. თან მაგრად – ლალი მოროშკინა

„ყვითელი ჟილეტების“ პროტესტიც ევროპულია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იქ ყველა მანქანა და ვიტრინა დაზღვეულია, და მეპატრონეს საერთოდ არ აზარალებს!

ევროპაა, როცა კათოლიკურ ტაძარში შეგიძლია შეხვიდე, წყნარად დაჯდე , ღმერთს ელაპარაკო და არავინ არ გითრევს თმით, რომ შარვალი გაცვია, ან თავსაბურავი არ გიკეთია, ან კიდე ისეთ „ვიდზე“ არ ხარ, როგორც წესია… არადა იქნებ რა გტკივა…

„პირადად ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილებზე მიდის არნახული ზეწოლა! ხომ არ გგონიათ, სადმე წავალ? აგერ ვარ საქართველოში! სათითაოდ მოგივლით!“ - ლალი მოროშკინა

„ვცდილობ, დიპლომატიური გზით ვიარო და ავაცილო ნგრევა ჩვენს ქვეყანას, თურმე მე გყავართ ყველაზე ძალიან ყელში გაჩხერილი?“ - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

ლექციებზე ლექტორთან მეგობრობა და თან მისგან იმაზე მეტის სწავლა, ვიდრე კონკრეტული საგანი-ევროპაა. თმების შეღებვა ცისარტყელას ფერებად, ცალ-ცალი წინდა ფეხზე, ტატუ, პირსინგი, დილით ლექცია საღამოს კლუბი, სადაც ხან ცეკვავ, ხან მიმტანად მუშაობ-ეგეც ევროპაა.

ციხეებში რესოციალიზაცია ევროპაა, განათლების სისტემის უმაღლეს რანგში აყვანა და არა ღორის სასალაფავეთს დამსგავსება, როგორც ეს აქ ხდება-ევროპაა.

მშობლების პატივისცემა, საკვირაო სადილები და შობაზე საჩუქრები-ევროპაა. მოხუცთა თავშესაფარში ვალანტიორად მუშაობა- ევროპაა.

სტუდიაში წყნარი, დარბაისლური მუსაიფი პრობლემებზე და არა აღვირახსნილი ცხენის ჭიხვინი-ევროპაა. ფიზიკურ ნაკლზე არ მითითება, არ შემჩნევა -ევროპაა. არჩევნების და არა რევოლუციების გზით სიარული ევროპაა.

ხმის არ გაყიდვა, ესეც… ცხოველების სიყვარული ევროპაა.

„ერთი სამხედრო მუნდირი არ ეცვა, თორემ რეალურად დღეს ქრისტიანი, ვაჟკაცი მხედართმთავარი გვესაუბრებოდა..“ – მოროშკინა ღარიბაშვილზე

ევროპა და არა ევროკავშირი, რომელმაც აზილა და მასში შემავალი ულამაზესი ქვეყნების თვითმყოფადობა. ჩაძირა კორუფციაში და დაუკარგა მთავარი-სილაღე და თავისუფლება.

ცუდია ჩარჩო რომელიც აკნინებს შედევრის სიდიადეს!

ჩემი ევროპაა, ჩემებთან დილის 9 საათზე თმაგაწეწილი, პიჟამოში, ჯერ კიდევ ლოგინში ცხელ, სურნელოვან კრუასანს და ყავას რომ მივირთმევ და ყველაფერზე ვქაქანებ, დაე საწოლში კრუას დაბრაწულმა ჩაფურჩხნულმა ნაწილებმა მოსვენება დამიკარგოს…“ – წერს ლალი მოროშკინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები