LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოიოტა ტოკიოს ავტოშოუზე ახალი სპორტული კონცეპტით წარდგება

49

ოქტომბერში დაგეგმილ ავტოშოუზე, კომპანია „ტოიოტა“ მომხმარებლებისა და დილერების წინაშე ახალი სპორტული ავტომობილის კონცეპტით წარსდგება.  კომპანიის განცხადებით, კონცეპტუალური ავტომობილი “Toyota Midget” მოგვაგონებს “Lotus Seven”-ს, ხოლო ინტერიერი ისეთი ექნება, როგორიც ნამდვილ სპორტულ ავტომობილს McLaren F1-ს აქვს.

ავტომობილს კაპოტქვეშ 1.5 ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე ძრავი ექნება, რომელიც იმუშავებს ელექტრო ძრავთან ერთად, ხოლო ელექტრო ძრავი, მოთავსებული იქნება ავტომობილის უკანა ძარაზე. ავტომობილის საერთო წონა, 700 კილოგრამი იქნება. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, „Toyota Midget“-ის  მთავარი ღირსება, ახალი ტიპის სავალი ნაწილი იქნება, რომელსაც  კომპანია, ჯერჯერობით საიდუმლოდ იტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები