გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2025“ ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფანცულაია და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრნენ.

გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული წარმოების ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს.
„Foodex Japan“ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა. მიმდინარე წელს, რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენას, 70 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2900 კომპანიამ 70 ქვეყნიდან.
