LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოში ქართული ღვინო წარადგინეს

120
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის  მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა.

გამოფენის სტუმრები ქართულ ღვინოებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ.

გამოფენაზე „RAW Wine“ მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ღვინის ცნობილი ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

ტოკიოში გამართულ გამოფენას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები