LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

107
ქართული ღვინო

ტოკიოში მიმდინარე კვების პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025“ ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები.

დეგუსტაციის ფარგლებში გამართული პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას და ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას.

ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, საცალო და საბითუმო გაყიდვების აგენტები და ღვინის პროფესიონალები ესწრებოდნენ.

რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენაში „Foodex Japan”, რომელიც აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია, ათასობით კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g