LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოკოს ლუდი: შენგელია ყველა დროის 12 საუკეთესოს შორის მოხვდა (ფოტო)

110
15536162471092

ესპანურმა “ბასკონიამ” ფანებს შორის სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი კლუბის ისტორიაში ევროლიგის მონაწილე კალათბურთელთაგან 12 საუკეთესოს დასახელება იყო. რჩეულთა შორის ბასკონიელთა ამჟამინდელი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა, რომელიც სპეციალურ პრეზენტაციასაც დაესწრო.

გამოკითხვის ორგანიზატორი ლუდის ადგილობრივი კომპანია იყო, რომელმაც 12 საუკეთესო მოთამაშის გამოსახულებით სპეციალური სერია გამოუშვა და მას ევროლიგის ოთხთა ფინალისთვის გაყიდის. მომავალ ტურნირს სწორედ ბასკთა “ფერნანდო ბუესა არენა” 17-19 მაისს უმასპინძლებს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 3 649 ადამიანმა მიიღო, რომელთაც საუკეთესოები 103 კალათბურთელიდან უნდა შეერჩიათ. საბოლოოდ, თორმეტეულმა ასეთი სახე მიიღო:

ლუის სკოლა, ანდრეს ნოჩიონი, პაბლო პრიჯიონი, ელმერ ბენეტი, იგორ რაკოჩევიჩი, ტიაგო სპლიტერი, თორნიკე შენგელია, არვიდას მასიაუსკასი, მირზა ტელეტოვიჩი, იოანის ბურუსისი, ხოსე მანუელ კალდერონი და მარსელინიო უერტასი.


ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “ბასკონია” 15 მოგებითა და 13 მარცხით მე-6 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო რვეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

კლუბმა კი ლუდსახარშის კომპანია Cervezas Ambar-თან ერთად 12 არჩეული მოთამაშის გამოსახულებით ლუდის ბოთლები შექმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები