ფილმი სახელწოდებით “A Beautiful Day in the Neighborhood” (ლამაზი დღე სამეზობლოში) ჟურნალისტ ფრედ როჯერსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ის რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს.
თრეილერში ჩანს, რომ მსახიობს ზუსტად ჟურნალისტ როჯერსის მსგავსად აცვია.
ფრედ როჯერსი საბავშვო გადაცემა “Mister Rogers’ Neighborhood”-ის წამყვანი იყო. გადაცემა 1968 წლიდან 2001 წლამდე გადიოდა და მას 31 სეზონი ჰქონდა. ფრედ როჯერსი 2003 წელს გარდაიცვალა.
რაც შეეხება ფილმის გამოსვლის თარიღს, “A Beautiful Day in the Neighborhood” ეკრანებზე 2019 წლის ნოემბერში გამოვა.