LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზი საცხოვრებლად საიენტოლოგიის დამაარსებლის სახლში გადადის

141

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილმა საიენტოლოგმა ტოპ კრუზმა ეკლესიასთან და მათ აღმსარებლებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა. მსახიობი საცხოვრებლად ინგლისში გადადის და რონ ჰაბარდის ყოფილ სახლში იცხოვრებს, ჰაბარდი ამერიკელი  მწერალია, რომელმაც საიენტოლოგია დააარსა.

სახლი, სადაც ჰაბარდი ცხოვრობდა, სასექსში მდებარეობს და საიენტოლოგიის შტაბ-ბინად არის მიჩნეული. ჟურნალისტები ამბობენ, რომ კრუზი სახლს დაამატებს ტრენაჟორების დარბაზს, სპას, რესტორანს და მზად არის ამისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი გადაიხადოს.

„ტომი ახლა საიენტოლოგიისთვის ისეთი ერთგულია, როგორც არასდროს. ის ფულს დებს საიენტოლოგიის ეკლესიის განვითარებაში, დიდ ბრიტანეთში. საუბარია, რომ ინგლისში საიენტოლოგებს სურთ ისეთივე გავლენიანები იყვნენ, როგორც სამეფო ოჯახია,“ – ამბობს ტაბლოიდების ინფორმატორი.

ტომ კრუზი აღნიშნული ეკლესიის წევრი 1990 წელს გახდა, საიენტოლოგია მას ყოფილმა ცოლმა მიმი როჯერსმა გააცნო. მოგვიანებით, მსახიობმა აღიარა, რომ რწმენა დაეხმარა დისლექსიის დამარცხებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები