LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტონს არ იცავენ და კუბოებზე ლაპარაკობენ – ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“ – მეუფე იაკობი

804
იაკობ

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის ინფორმაციით, მისი ეპარქიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სამსახურების დაკარგვით დაემუქრა.

„ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ იმაზეც უნდა იფიქროს, ხალხი აღნიშნულ გადაწყვეტილებებს როგორ მიიღებს.

ბატონმა პაატამ სჯობს ის დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს - მეუფე იაკობი (ვიდეო)

"მრევლი, რომელიც მოვა, თავად აიღებს პასუხისმგებლობას" - მეუფე იაკობი.

კითხვაზე გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მთავრობასთან რა კითხვა ექნებოდა, როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, მისთვის უცნობია, მთავრობასთან შეხვედრა როდის, ან საერთოდ გაიმართება თუ არა.

„როდესაც გაჰკივიან და გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. მოწოდება არ არის, – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი.

მიტროპოლიტი ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძესა და ინფექციონისტებს ურჩევს, “ზომიერად ილაპარაკონ”.

“პატივს ვცემდი ექიმებს… როდესაც გინდა, რომ უწინმძღვრო ხალხს, შესაბამისად, სიმშვიდე უნდა გქონდეს, რაღაც უნდა გქონდეს და რომ გამოდიხარ და თვითონ პანიკას თესავ… თუ ომია, პანიკას ვინც იწვევდა ომის დროს, მე კარგად ვიცი, იმათ რასაც უკეთებდნენ. ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ. როდესაც გაკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. მოწოდება არ არის. როდესაც ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. მესმის საქართველოში რომ ისე იყოს, იქნებ ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული? გვითხრან ეგეც, 400 კაცი არ იყო, როდესაც ასეთი საუბარი დაიწყეს და მასე რატომ ლაპარაკობენ?“, – აცხადებს მეუფე ჟურნალისტებთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g