თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia 2021 წლის TOP-მიმართულებებს ასახელებს, ინფორმაციას კი „ავიანიუსი“ ავრცელებს.
„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, გასულ წელს თბილისიდან ყველაზე პოპულარული მიმართულება სტამბოლი იყო. როგორც იცით, საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამგზავრება სტამბოლის გავლით შედარებით მარტივი და ხელსაყრელია. პოპულარული მიმართულებების მეორე ადგილზე გავიდა კიევი, მესამეზე კი – დუბაი. TOP-ხუთეულში მოხვდნენ ასევე მინსკი და თელ-ავივი.
ცნობისთვის, 2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 42 ავიამიმართულებაზე ხორციელდებოდა.