LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 5 ყველაზე ლამაზი სპორტსმენი მსოფლიოში

116
Screenshot 2024-08-27 114325

ბევრი ქალი სპორტსმენი წარმატებულია არა მხოლოდ სპორტში, არამედ როგორც მოდელი. აისპორტის ვარსკვლავები, რომლებიც ხშირად ჩნდებიან სილამაზის სხვადასხვა რეიტინგში.

ალიკა შმიდტი (გერმანია)
მძლეოსნობა
25 წლის

ალიკა შმიდტი სპეციალიზირებულია მოკლე დისტანციებზე სირბილში. 400 მეტრზე სირბილში არაერთხელ მოხვდა სამეულში და ასევე გახდა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 4×400 მ ესტაფეტაში ტოკიოს ოლიმპიადაზე.

შმიდტი გარეგნობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია გერმანიაში. მან პოპულარობა 2017 წელს მოიპოვა ბლოგის Busted coverage-ის წყალობით, სადაც იგი დასახელდა ყველაზე ლამაზ სპორტსმენად მსოფლიოში. ამის შემდეგ,გამომწერების რაოდენობა ინსტაგრამზე მოკლე დროში 4 ათასიდან გაიზარდა 100 ათასამდე და ამჟამად 5 მილიონს შეადგენს. მან “პლანეტის ყველაზე ლამაზი სპორტსმენის” ტიტული გაიმყარა.

მოპოვებული პოპულარობით შმიდტმა ხელი მოაწერა კონტრაქტებს Puma-სთან და Boss-სთან, დადიოდა პარიზის მოდის კვირეულზე და გახდა დორტმუნდის „ბორუსიას“ ფიტნეს ტრენერი. ის ჩნდება საკლუბო ვიდეო ბლოგებში და ეჯიბრება ფეხბურთის ვარსკვლავებს 400 მ სირბილში.

2022 წელს Forbes-მა იგი შეიყვანა 30 წლამდე ასაკის ყველაზე წარმატებული და გავლენიანების რეიტინგში.


კი ალვეში (ბრაზილია)
ფრენბურთი
24 წლის

კი ალვეშის დებიუტი ფრენბურთში უფროსებში ადრეულ ასაკში შედგა. 20 წლის ასაკში იგი გახდა სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ფრენბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული. მალე მან ბრაზილიის ნაკრებში დაიწყო თამაში. მაგრამ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც მოდელმა.

სპორტსმენის თქმით, ის Only Fans-ზე 50-ჯერ მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ფრენბურთში. „თავიდან მხოლოდ ჩემს ანგარიშებზე ვდებდი ფოტოებს. მაგრამ მერე ვიფიქრე: “რატომ ვაკეთებ ამას უფასოდ?” ვესაუბრე მცოდნე ადამიანებს და შევისწავლე ჩემი აუდიტორია სოციალურ ქსელებში. აღმოჩნდა, რომ ჩემი გამომწრების 90%-ზე მეტი მამაკაცია. ამის შემდეგ შევქმენი პროფილი OnlyFans-ზე“, – ამბობს ალვეში.

კი ალვეში ქალ ფრენბურთელთა შორის ლიდერია – 15 მილიონი გამომწერი და ხშირად უწოდებენ პლანეტის ყველაზე ლამაზ სპორტსმენს. მისი სახელი მუდმივად ჩნდება ყველაზე ლამაზი სპორტსმენების რეიტინგში. შედეგად, დიდი წარმატების ფონზე, იგი გახდა Playboy-ის “კურდღელი”.

ალექს მორგანი (აშშ)
ფეხბურთი
34 წლის

ალექს მორგანი მრავალი წელია ფეხბურთის სექს-სიმბოლოა. IMDB-ის ვებსაიტზე იგი 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ტოპ 10 სექს-სიმბოლოში მოხვდა, რითაც იგი შოუბიზნესის ვარსკვლავებს გაუტოლდა.

ამერიკელი არაერთხელ აღიარეს პლანეტის ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად, წლის საუკეთესო მოთამაშედ და სპორტსმენად სხვადასხვა მედიისა და ორგანიზაციის მიხედვით. მორგანს აქვს ორი მსოფლიო ჩემპიონობა და ოლიმპიური ოქრო.

იგი ასევე ცნობილია როგორც საბავშვო ავტორი, ავტორია The Kicks, წიგნების სერიის ოთხი გოგონა ფეხბურთელის შესახებ. სერიის პირველი წიგნის დებიუტი მეშვიდე ადგილზე იყო The New York Times-ის საბავშვო ლიტერატურის ბესტსელერების სიაში. 2015 წელს ჟურნალმა Time-მა მორგანი დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ამერიკელ ფეხბურთელად.

ეილინ გუ (აშშ, ჩინეთი)
სამთო ფრისტაილი
20 წლის

ეილინ გუ ჩინელ-ამერიკელი ქალია, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე შეიტყო. იგი დაიბადა და ცხოვრობს აშშ-ში.

შეერთებულ შტატებში, მისი სახელი მედიაში ხშირად ჩნდებოდა 2019 წელს, როდესაც გადაწყვიტა, რომ 2022 წლის თამაშებზე ჩინეთის სახელით გამოვიდოდა, რამაც პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია. ეილინ გუმ აღიარა, რომ ამის გამო მუქარაც კი მიიღო.

გუ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი სამთო ფრისტაილის ისტორიაში.

ოლიმპიადის შემდეგ გუს პოპულარობამ ახალ დონეს მიაღწია. მონაწილეობს Met Gala-ს ჩვენებებში, მოდის კვირეულებში და ასევე ესწრება კანის კინოფესტივალზე პრემიერებს.

იულია ლევჩენკო (უკრაინა)
მძლეოსნობა (სიმაღლეში ხტომა)
26 წლის

იულია ლევჩენკო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი სიგრძეზე ხტომაში.

2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იგი ოქროს მედლის კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ ტრავმის გამო სამეულშიც ვერ მოხვდა.

ის მუდმივად შედის მსოფლიოს ულამაზესი სპორტსმენების რეიტინგებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები