ალბათ ყველასთვის, ვინც სხვაგან საცხოვრებლად გადასვლას ან უბრალოდ ქონების შეძენას გეგმავს, მნიშვნელოვანია, რამდენად კომფორტულია ქვეყანა, რომელიც აირჩია. ქვეყნის კომფორტულობა კი სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება. ესენია: სოციალური პირობები, განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მოწესრიგებული ინფრასტრუქუტრა და კლიმატი. ასევე ძალიან მიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის თავისუფლების ხარისხი, ფინანსური სტაბილურობა, უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში და დანაშაულის მაჩვენებელი.
7 ქვეყანა, სადაც მშვიდად და კომფორტულად ცხოვრებას შეძლებთ.
ნორვეგია
უკვე რამდენიმე წელია ნორვეგია სხვადასხვა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. პატარა სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს, ადამიანის განვითარების ინდექსის ძალიან მაღალია. გაეროს შეფასებით, ნორვეგიას ბევრ სფეროში საუკეთესო შედეგები აქვს. სიცოცხლის ხანგრძლივობა აქ 80 წელია. მაღალია წიგნიერების მაჩვენებელი, დანაშაულის მაჩვენებელი კი დაბალია. არსებობს სპეციალური პროგრამები ახალგაზრდა ოჯახების დასახმარებლად. უმუშევრობის დონე, ნორვეგიაში მხოლოდ 3%-ს შეადგენს. კარგად არის განვითარებული ტურიზმისა და გართობის სექტორი. ინფრასტრუქტურა კი პატარა ქალაქებშიც სრულად არის მოწესრიგებული.
ავსტრალია
ავტრალია განსაკუთრებულად იზიდავს უცხოელებს. აქ საშუალო ხელფასი 3 000 ევროა და უმუშევრობის დონე დაახლოებით 4.5% -ს შეადგენს. ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სფერო ტურიზმია. კომფორტულია კლიმატური პირობები და ძალიან არის განვითარებული სოფლის მეურნეობა. დანაშაულის მაჩვენებელი აქ დაბალია. ქვეყანაში მთლიანობაში 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სახელმწიფო სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც მარტივად დასაქმების საშუალებას აძლევს, რაც ემიგრაციის კუთხით მას ერთ-ერთ მთავარ ქვეყანად აქცევს.
ყველაზე ზღაპრული ქალაქები, რომლებიც მართლაც საუკეთესოა პლანეტაზე
შვედეთი
შვედეთში განსაკუთრებულად განათლება და მედიცინაა განვითარებული. აქ დიდი ყურადღება ისტორიასა და კულტურას ეთმობა. ქვეყანა ყველანაირ პირობას უქმნის მოსახლეობას მუშაობისა და დასვენებისთვის. დანაშაულის მაჩვენებელი შვედეთშიც დაბალია.
საქართველო მეხუთეა: მსოფლიოს ულამაზეს ქვეყნებში ჩვენი სამშობლოცაა
ნიდერლანდები
ნიდერლანდებში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი 81 წელია. სახელმწიფო, რომლის ფართობი მხოლოდ 41 000 კვ/კმ-ია და სადაც 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველ და საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა. აქ ზომიერი და თბილი კლიმატია. სამედიცინო მომსახურების კარგი დონეა და დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი. ქვეყანა აწარმოებს მანქანებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს (საკვები, ყვავილები), ქსოვილებს. 2019 წელს უმუშევრობის დონე დაახლოებით 7% -ს შეადგენს. დიდი ყურადღება ეთმობა ბუნების და სუფთა ჰაერის შენარჩუნებას. კარგად არის განვითარებული ლითონების მოპოვებისა და დამუშავების მიმართულება.
გერმანია
მოსახლეობის 30% საცხოვრებლად გერმანიას ირჩევს. ამის მიზეზი კი მრავალია: განვითარებული მედიცინა, განათლების მაღალი დონე, ზომიერი კლიმატური პირობები, დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი. გერმანია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან სახელმწიფოდ მიიჩნევა, ამის მიზეზი კი აქტიური საგარეო პოლიტიკაა. გერმანიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 82 წელია. საშუალო ხელფასი აქ 2 500 ევროა. მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს არ აქვს სამსახური. სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს მეცნიერებას.
ევროპის ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნები: ჩვენი საქართველოც აქ არის
დანია
დანია იმ ადამიანებისთვისაა შესაფერისი, ვისაც ზომიერი კლიმატი მოსწონს. აქ ცხოვრების ხარისხი მაღალია. განვითარებულია სოფლის მეურნეობა და მედიცინა. დიდი ყურადღება ეთმობა კულტურას, ისტორიასა და ხელოვნებას. ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი დაბალია, განათლების დონე კი შესანიშნავი. ქვეყნის მხოლოდ 6%-ია უმუშევარი.
კანადა
კანადა გარემოსდაცვის თვალსაზრისით რამდენიმე წლის განმავლობაში საუკეთესოთა შორისაა. აქ კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა და ამ მიმართულებით მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. მაღალია უსაფრთხოების ხარისხი, განვითარებულია განათლების სისტემა. აქ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის სხვადასხა დახმარების პროგრამებია. კლიმატური პირობების გათვალისწინებით ქვეყანა კარგი ადგილია მუდმივად საცხოვრებლად. პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში მშვიდია, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ 6,5-7% -შეადგენს.