თბილისში, თორნიკე ერისთავის ქ.#2-ში, ყოფილი ჩარხმშენებელი ქარხნის ეზოში ავეჯის მაღაზია დაიწვა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 60 კვადრატული მეტრი ფართი.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო ბრიგადა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.