LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორონტოს აეროპორტიდან 15 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს

136
563463576

კანადურ ქალაქ ტორონტოში მოიპარეს ოქროს ფირფიტები, რომელთა ღირებულებაც 15 მილიონი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას Toronto Sun ავრცელებს.

ოქროს ტვირთი რამდენიმე დღის წინ ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტიდან გაიტაცეს. ქურდებმა თავისი საქმის გაკეთება მანამდე მოასწრეს, სანამ ფირფიტებს შესანახად უსაფრთხო ადგილას გადაიტანდნენ.

შემთხვევას ინსპექტორი სტივენ დიუვესტაინი იძიებს და მისი თქმით, ოქრო თვითმფრინავის დაცლიდან მალევე გაქრა. სამართალდამცავები არც იმას გამორიცხავენ, რომ ტვირთი უკვე სხვა ქვეყანაში იყოს გადატანილი.

ამ დროისთვის უცნობია, დგას თუ არა დანაშაულის უკან ორგანიზებული დაჯგუფება. ინსპექტორის აზრით, მსგავსი ოპერაცია დეტალურ დაგეგმარებას მოითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ტორონტოს ძარცვა 2019 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. 2019 წელს კი სან-პაოლოს აეროპორტიდან კრიმინალებმა 30 მილიონი დოლარის ოქრო მოიპარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები