დინამო არენაზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.
თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ისმოდა აფეთქებების ხმაც.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.