რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:
? თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 მონაკვეთზე – ნაქერალას უღელტეხილზე – მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
? თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
? საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იყო.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.