LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლჭყაპი დედაქალაქში, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშიშროება – ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება

cudiamindi

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ხვალიდან ამინდი გაუარესდება. როგორც “ფორტუნას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ბიუროს უფროსმა, სვეტა ნიორაძემ განუცხადა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვაა მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობში სინოპტიკოსები წვიმას ელოდებიან, ჰაერის ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება. ზღვაზე კი, შტორმია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები წვიმას, მთიან რეგიონებში კი, თოვლს ელოდებიან. მოსალოდნელია ასევე, ქარბუქი და ნისლი.

15 იანვარს ტემპერატურა დედაქალაქშიც დაიკლებს და ამინდი გაუარესდება. თბილისში ქარი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, დედაქალაქის შემოგარენში კი, სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა +2 – +4 გრადუსი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები