LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota bZ4X პარკებისა და სასაფლაოების პატრულირებას დაიწყებს

169
toyota

ელექტრონული კროსოვერი Toyota bZ4X ბრიტანული პარკებისა და სასაფლაოების პატრულირებას დაიწყებს. 2021 წელს წარმოდგენილი კროსოვერი ბაზარზე გამოვიდა და არამხოლოდ კერძო მყიდველთა, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღებაც მიიქცია. იაპონური ბრენდის შეძენის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა ვინც განაცხადა, ბრიტანეთის პოლიცია იყო. სიახლე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ყველაზე გადატვირთულ ადგილებში დაიწყებს პატრულირებას. ეს საქმე Toyota-ს აგრეგატისა და ზომის დამსახურებით ანდეს.

კროსოვერი მთლიანობაში 28 პარკის, სასაფლაოების ღია სივრცეების და ასევე სხვადასხვა ღონისძიებების პატრულირებას დაიწყებს.

ელექტროქარი საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ვიწრო ქუჩებში გაძვრეს და საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ყველა საჭირო მოწყობილობა დაიტიოს, ანუ ყველაფერი რაც პოლიციას ესაჭიროება. გარდა ამისა, მოდელს ელექტრონული აგრეგატი აქვს და მავნე გამონაბოლქვის არ ქონა მწვანე ზონებში მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები